„თელავმა“ სლოვაკი მცველი დაიმატა #1TVSPORT
„თელავმა“ სლოვაკი მცველი დაიმატა #1TVSPORT

„თელავმა“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა. საშემოდგომო ეტაპიდან გუნდს სლოვაკი მცველი იოზეფ მენიხი დაეხმარება, რომელიც ბოლოს ალბანეთში თამაშობდა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 28 წლის სლოვაკი მცველი იოზეფ მენიხი დაიცავს. სლოვაკი მცველი ჩვენს გუნდში ტირანასპარტიზანიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

იოზეფ მენიხი 28 წლისაა. სლოვაკი მცველი ბოლოს ტირანასპარტიზანში“ თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში ალბანეთის ჩემპიონი გახდა. მანამდე უთამაშია სლოვაკურ კლუბებში – „კრემნიჩკაში“, ზვოლენის „ლოკომოტივში“, „რუჟომბეროკში“, „სერედში“, ტრნავას „სპარტაკში“ და „ზლატე მორავცეში“.

ალბანეთის ჩემპიონობის გარდა, „რუჟომბეროკის“ შემადგენლობაში სლოვაკეთის 2017/18 წლების სეზონის თასის ფინალისტი იყო. გერმანული ინტერნეტპორტალიტრანსფერმარკტი“ მის საბაზრო ღირებულებას 200 ათას ევროდ აფასებს.