„თელავმა“ „საბურთალოც“ დაამარცხა #1TVSPORT
„თელავმა“ „საბურთალოც“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში „თელავი“ წარატებულ თამაშს აგრძელებს. გიორგი მიქაძის გუნდი „მიხეილ მესხი 2“-ზე „საბურთალოს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში თბილისელები მოედანზე ომარ თეთრაძემ გაიყვანა, მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, რომ გუნდი დატოვა. ანგარიში 34-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. თბილისელთა კარში დანიშნული პენალტი „თელავის“ კაპიტანმა ირაკლი რუხაძემ გამოიყენა და ტაიმი ასეც დასრულდა 1:0.

მეორე ნახევარში „საბურთალოს“ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ გია ჩადუნელის და ირაკლი სიხარულიძის დარტყმები არაზუსტი გამოდგა და საბოლოოდ, მასპინძლებმა თამაშის გადარჩენაც ვერ შეძლეს.

26 ტურის შემდეგ, „საბურთალო“ 45 ქულით კვლავ მესამე ადგილზეა, ხოლო „თელავი“ (27) მე-7 ადგილზე დარჩა, მაგრამ გავარდნისა და პლეიოფის ზონაში მყოფ გუნდებს უკვე ხუთი ქულით გადაასწრეს.