„თელავმა“ ორმატჩიან დაპირისპირებაში „რუსთავი“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
„თელავმა“ ორმატჩიან დაპირისპირებაში „რუსთავი“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT

„თელავმა“ ეროვნული ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა სტუმრად „რუსთავთან“ 1:1 ითამაშა და ახალი სეზონიდან ისევ ეროვნულ ლიგაში დარჩა.

რუსთავი – თელავი 1:1 (პირველი მატჩი 1:2)

ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, რომელიც „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა, „თელავმა“ „რუსთავი“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ „რუსთავს“ ბოლო წუთებზე გატანილმა გოლმა საპასუხო მატჩის წინ შანსი დაუტოვა და საშინაო შეხვედრა კარგადაც დაიწყო. მასპინძლები მე-12 წუთზე დაწინაურდნენ – გიორგი გაბედავას გადაცემის შემდეგ, იაპონელი ლეგიონერი იუტა ნაკანო მცველს გასცდა და ზუსტად დაარტყა – 1:0.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და რადგან საერთო ანგარიში გათანაბრდა (2:2), გამარჯვებულის გამოსავლენად  დამატებითი ტაიმები დაინიშნა. 116-ე წუთზე ფირუზ გაბიტაშვილის გადაცემის შემდეგ, მცველებს შეცვლაზე შესულმა ტატო ჟივიძემ აჯობა, თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და „თელავი“ ეროვნულ ლიგაში დატოვა, ხოლო „რუსთავი“ კვლავ ლიგა 2-ში გამოვა.