„თელავმა“ მიქაძის წასვლა დაადასტურა - თხოვნით თავად მოგვმართა, ეს ჩვენ ნამდვილად არ გვსურდა #1TVSPORT
„თელავმა“ მიქაძის წასვლა დაადასტურა - თხოვნით თავად მოგვმართა, ეს ჩვენ ნამდვილად არ გვსურდა #1TVSPORT

„თელავის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ გუნდი დატოვა. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა სპეციალისტს „საბურთალოს“ გაწვრთნა შესთავაზეს.

„ძვირფასო გულშემატკივრებო, საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ადასტურებს, რომ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ გუნდი საკუთარი სურვილით დატოვა. ბატონმა გიორგიმ გათავისუფლების თხოვნით თავად მიმართა კლუბის ხელმძღვანელობას, რაც დაკმაყოფილდა.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენს კლუბს ნამდვილად არ სურდა მთავარ მწვრთნელთან განშორება, მით უმეტეს იმ დროს, როცა წინ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი თამაშები გველის, პირიქით, ბატონ გიორგის „თელავის“ ხელმძღვანელობა სრულ მხარდაჭერას უცხადებდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა – მიქაძე “თელავს” აღარ გაწვრთნის.

აქვე გეტყვით, რომ „თელავი“, გიორგი მიქაძესთან ერთად, მისმა თანაშემწეებმაც (სერგი ორბელაძე, ლევან ყუფარაძე, თენგიზ მაკასარაშვილი) დატოვეს. გიორგი მიქაძის მონაგარი გუნდში მეორედ მოსვლის შემდეგ: 16 მატჩი, 7 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება, 17:27 ბურთები.

„თელავი“ მადლობას უხდის გიორგი მიქაძეს და მის შტაბს გაწეული სამსახურისთვის, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას კი უახლოეს დღეებში, სანაკრებო პაუზისას შეგატყობინებთ“, – წერია „თელავის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.