„თელავმა“ გორის „დილასთან“ მოგება ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვა #1TVSPORT
„თელავმა“ გორის „დილასთან“ მოგება ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „თელავმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით მოგება ხელიდან გაუშვა – 2:3.

„კავკასიონი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში მე-2 წუთზე მასპინძლებმა 18 წლის განელი მცველის, ებერებენ კპოზოს ზუსტი დარტყმით გახსნეს.

26-ე წუთზე, „დილას“ მიერ გათამაშებული ჯარიმის შემდეგ შოთა შეყილაძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 45+4-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯადული იობაშვილმა შეასრულა და მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს – 2:1.

გორელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. 86-ე წუთზე კონტრშეტევაზე სირილ ედუძიმ ანგარიში მეორედ გაათანაბრა, ხოლო 90+3-ე წუთზე დეო ბასინგამ „თელავს“ კიდევ ერთი გოლი გაუტანა და სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.

„თელავმა“ მოუგებელი სერია რვა მატჩამდე გაზარდა და 14 ტურის შემდეგ (11 ქულა) ბოლო, მე-10 ადგილზე დარჩა, ხოლო გორის „დილამ“ (26) ბათუმის „დინამოს“ (24) გადაასწრო და მეორე ადგილზე გადავიდა.