თელავმა აზერბაიჯანულ გუნდს აჯობა
თელავმა აზერბაიჯანულ გუნდს აჯობა

საფეხბურთო კლუბმა თელავმა მოსამზადებელი ეტაპის მორიგი, მესამე საკონტროლო მატჩი თელავში, გივი ჩოხელზე გამართა და მეტოქე, აზერბაიჯანული ზაქათალა, 3:2 დაამარცხა.

ეს თელაველთა პირველ საერთაშორისო შეხვედრა გახლდათ. გუნდის მწვრთნელმა, უკრაინელმა დენის ხომუტოვმა, საქმეში ყველა ფეხბურთელი ნახა.

ზაქათალა მე-13 წუთზე დაწინაურდა და პირველი ტაიმიც მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში თელავმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა: 51-ე წუთისთვის კახელები უკვე 2:1 იგებდენ და ორივე გოლი აზერბაიჯანელებმა საკუთარ კარში გაიტანეს. მესამე ბურთი კი ზაქათალას ახალწვეულმა ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა გაუტანა.

თელავი – ზაქათალა 3:2

თელავი I ტაიმში: ბესკროვნი, იოსელიანი, მაისურაძე, მასიუტინი, ბაჩიაშვილი, კუკუჯანაშვილი, ნოზაძე, ბოტკოველი, კოშკაძე, კანდელაკი, ხაჩიძე.

თელავი II ტაიმში: სანიკიძე, მარაქველიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი, ჯიქია, მ. ბაშელეიშვილი, კაკიაშვილი, პუდი, ნ. ბაშელეიშვილი, რუხაძე, ტატანაშვილი.