თელავივის გრან პრიზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თელავივის გრან პრიზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ (90 კგ) თელ-ავივის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

მან გადამწყვეტ ბრძოლაში, დამატებით დროში, თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაკს (ვანო რევაზიშვილი) ვაზარით სძლია და გრან პრიზე საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.

მაისურაძემ პირველ წრეში ყაზახ რუსლან მუსაევს, შემდეგ კი თურქ მუჰამედ კოჩს აჯობა, ნახევარფინალი კი ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან დამარცხდა. ლუკამ შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც რუსი ტურპალ ტეპკაევი დაამარცხა და მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა.

დღეს, 25 იანვარს, თელ-ავივში იმედა გოგოლაძე (90კგ), ილია სულამანიძე (100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ) და სოფიო სომხიშვილი (78კგ) იასპარეზებენ.