„თელავისა“ და „გარეჯის“ ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
„თელავისა“ და „გარეჯის“ ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

„თელავმა“ სეზონისთვის მზადების პროცესში, მეორე ტესტმატჩი საგარეჯოს „გარეჯთან“ გამართა და 2:2 დაასრულა.

კახელების დაპირისპირების პირველი ნახევარი თელაველებმა თორნიკე მორჩილაძისა და ელდარ პარკინაშვილის გოლებით მოიგეს. საგარეჯოელებმა წონასწორობა მეორე ნახევარში აღადგინეს – ბურთები გიორგი ვეკუამ და ნუგზარ სპანდერაშვილმა გაიტანეს.

„თელავმა“ ამჯერადაც შერეული შემადგენლობით ითამაშა – მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ვასილენკომ მის განკარგულებაში მყოფი ყველა ფეხბურთელი ათამაშა – ძველებიც და პოტენციური ახალწვეულებიც.

საგარეჯოს „გარეჯის“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდი მოსამზადებელ ეტაპს საქართველოში გაივლის და კიდევ შვიდ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.