„თელავის“ მწვრთნელი - „სამგურალს“ ისეთ მოედანზე შევხვდით, ჩხუბის ტოლფასი თამაში გამოვიდა #1TVSPORT
„თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში წყალტუბოში გამართული შეხვედრა შეაფასა, სადაც მისმა გუნდმა მატჩის ფავორიტი და ჩემპიონატს მესამეადგილოსანი „სამგურალი“ 1:0 დამარცხდა.
წყალტუბოს „26 მაისი -არენაზე“ „თელავმა“ ერთ-ერთ ლიდერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, 75-ე წუთზე მირიან ჯიქიას ეფექტური გოლით გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში „გაგრასთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა.
მიქაძემ კომენტარში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თამაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოედანზე ჩატარდა, სადაც ფეხბურთის ნორმალურად თამაში შეუძლებელი იყო. ამის გამო, მატჩს „ჩხუბის ტოლფასი თამაში“ უწოდა.
„ურთულესი თამაში იყო, რადგან „სამგურალი“ მესამე ადგილზე შემთხვევით არ არის და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ვთვლი, რომ ამ „წყალტუბოს“ მინდორზე უკეთესი ფეხბურთის თამაში არ შეიძლებოდა.
იყო ბევრი ორთაბრძოლა და ფაქტობრივად, ჩხუბის ტოლფასი თამაში გამოვიდა. ამ ბრძოლაში ჩვენ გაგვიმართლა, ერთი კარგი მომენტი გვქონდა, გოლად ვაქციეთ და გავიმარჯვეთ“, – ამბობს გიორგი მიქაძე.