„თელავის“ მთავარი მწვრთნელი - კატასტროფა იყო ის თამაში, რომელიც „ტორპედოსთან“ ვაჩვენეთ #1TVSPORT
„თელავის“ მთავარი მწვრთნელი - კატასტროფა იყო ის თამაში, რომელიც „ტორპედოსთან“ ვაჩვენეთ #1TVSPORT

„თელავის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ აბულაძემ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ქუთაისის „ტორპედოსთან“ საშინაო არენაზე წაგებული (0:4) შეხვედრა შეაფასა და თავისი გუნდის წაგებას „კატასტროფა“ უწოდა.

„მართლა არ ვიცი, თამაში როგორ უნდა შევაფასო, კატასტროფა იყო, ჩვენ რაც ვითამაშეთ. ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ, მათ შორის, სტანდარტები. მოწინააღმდეგე კონტრშეტევებზე კარგად მოდიოდა, ჩვენ კი დაცვაში ნელა ჩამოვდიოდით და ვერსად ვერ ვასწრებდით. ამიტომ ქუთაისის „ტორპედომ“ დამსახურებუალდ გაიმარჯვა. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ძალიან ცუდადა ვითამაშეთ“, – განაცხადა ბესიკ აბულაძემ.

შოთა ბაბუნაშვილი, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი: „ანგარიშიდან ისე ჩანს, რომ ადვილად მოვიგეთ, მაგრამ ყველამ ნახა, რომ ბრძოლა თითოეულ მეტრზე იყო და ამისთვსი ბიჭებს მადლობა, მეტოქეს არაფერი დაუთმეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“.