„თელავის“ მეკარე არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბში ითამაშებს #1TVSPORT
20 წლის ქართველი მეკარე დავით იობაშვილი კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროების კლუბში გააგრძელებს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან სამენეჯერო სააგენტო Nomad Sports-ის დამფუძნებელმა გეგი კიკაბიძემ განაცხადა.
„საფეხბურთო კლუბ „თელავის“ მეკარე დავით იობაშვილი იჯარის წესით კარიერას არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბ „ალ რამში“ გააგრძელებს. ქართველი მეკარე ახალ გუნდში Nomad Sports-ისა და Unik Sports-ის დახმარებით მოხვდა“.
დავით იობაშვილი 20 წლისაა. ახალგაზრდა მეკარე „საბურთალოსა“ და „დინამო თბილისის“ აკადემიების აღზრდილია, თამაშობდა „ვიტ ჯორჯიაში“, ბოლოს კი „თელავის“ ღირსებას იცავდა.
იობაშვილი მეორე ქართველი იქნება, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ითამაშებს. მანამდე ამ ქვეყანაში საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე, თორნიკე ოქრიაშვილი ირიცხებოდა.