„თელავის“ კაპიტანი – ყაზახეთის ჩემპიონატში განვითარების შანსს ვერ ვხედავდი და დაბრუნება ვარჩიე #1TVSPORT

22:37, 22.12.2024

„თელავის“ კაპიტანმა ანტონ თოლორდავამ, რომელმაც ყარაღანდის „შახტიორი“ ზაფხულში დატოვა, გამოცემა Sports.kz-სთან ინტერვიუში ორი ქვეყნის ჩემპიონატი საინტერესო კუთხით შეადარა.

„რატომ დავტოვე „შახტიორი“ შუა სეზონში? მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელმა კლუბში თავი კარგად იგრძნოს და მისი მიზნები გუნდისას ემთხვეოდეს, ეს ჩემთვისაც პრიორიტეტულია. საბოლოოდ ყველაფერი პირიქით იყო და მომავალში ჩემი განვითარების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავდი, ამიტომ გუნდიდან წასვლა გადავწყვიტე.

საქართველოსა და ყაზახეთის ჩემპიონატის დონეებს შორის განსაკუთრებული სხვაობა არ არის. რაც შეეხება სხვა კუთხით შედარებას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თამაშის სტილია – საქართველოში აქცენტი ძირითადად ტექნიკურ-ტაქტიკურ ფეხბურთზე კეთდება, ყაზახეთში კი დიდი ყურადღბა ექცევა ათლეტიზმსა და ორთაბრძოლებს. ამას გარდა, საქართველოში მთავარი ყურადღება ქართველ ფეხბურთელებზე კეთდება, ყაზახეთში კი ყველა გუნდი, ძირითადად, ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული.

ასევე არ შემიძლია არ ვახსენო კლიმატური პირობები. ამის გამო ყაზახეთში ჩემპიონატი შედარებით გვიან იწყება და მალე მთავრდება, ამიტომ თამაშების რაოდენობა ძალიან მცირეა. გარდა ამისა, ზამთარში თამაშები ძალიან რთულ პირობებში ტარდება, კლიმატის გამო მოედნების უმრავლესობა ხელოვნურსაფრიანია, რაც საკმაოდ დიდი ნაკლია“, – განაცხადა ანტონ თოლორდავამ.

მსგავსი