„თელავის“ ახალი მწვრთნელი - წარმატების მისაღწევად ჩამოვედი და მინდა, ევროთასებზე ვითამაშოთ #1TVSPORT
„თელავის“ ახალი მწვრთნელი - წარმატების მისაღწევად ჩამოვედი და მინდა, ევროთასებზე ვითამაშოთ #1TVSPORT

ოლეგ ვასილენკომ, რომელიც „თელავის“ ახალი მთავარი მწვრთნელია, ფეხბურთელებთან და ადმინისტრაციასთან შეხვედრისას გუნდს მიმართა. მისი თქმით, ახალ სეზონში მიზანი ევროთასებზე თამაში იქნება.

„მოგესალმებით. პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ქართულს მალე მასწავლით. გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. „თელავის“ შესახებ მართლაც ბევრი გავიგე და მჯერა, ერთობლივი მუშაობით წარმატებას მივაღწევთ და განვვითარდებით.

ბიჭებო, დავიხარჯოთ მაქსიმალურად, ვიმუშაოთ საერთო საქმისთვის, წარმატებისთვის. ვიმეორებ, მე აქ ჩამოვედი წარმატების მისაღწევად და გულით მინდა, საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ევროთასებზე ვათამაშოთ“, – განაცხადა ოლეგ ვასილენკომ.

50 წლის ოლეგ ვასილენკო „ანჟიში“ ცნობილი ნიდერლანდელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის თანაშემწე იყო.