„თელავი“ კიდევ ორმა მოთამაშემ დატოვა #1TVSPORT
„თელავი“ კიდევ ორმა მოთამაშემ დატოვა #1TVSPORT

„თელავი“ კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა – ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გიორგი ჯანელიძემ და ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა დატოვეს – მათ კლუბთან ხელშეკრულება დაუმთავრდათ, ახალ კონტრაქტზე კი სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით. „თელავი“ მადლობას უხდის გიორგის და ნიკოლოზს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

„თელავმა“ გულშემატკივრებს რამდენიმე დღის წინ აცნობა, რომ კლუბი დატოვეს მიხეილ ბაშელეიშვილმა, ირაკლი რუხაძემ, თორნიკე ძოწენიძემ და ლაშა შერგელაშვილმა.

„თელავის“ ადმინსიტრაციის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ფეხბურთელებთან ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, მაგრამ უდიდესი სურვილის და არაერთი მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ მოხერხდა და ფაქტობრივად, სრულიად ახალი გუნდით და ახალი მწვრთნელით მიიღებს მონაწილეობას 2022 წლის ეროვნულ ჩემპიონატში.