„თელავი“ ახალი ეკიპირებით შეიმოსა
„თელავი“ ახალი ეკიპირებით შეიმოსა
საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ახალი სეზონისთვის „ჯაკოს“ ეკიპირებით შეიმოსება – კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ამის თაობაზე სკ „თელავის“ ხელმძღვანელობამ კომპანია „ტეამ სპორტთან“ ხელშეკრულება გააფორმა.
 
კონტრაქტის მიხედვით, კომპანია კახეთის გუნდს გერმანული „ჯაკოს“ ეკიპირებით შემოსავს და კლუბის ტექნიკური სპონსორი გახდება. კონტრაქტი, რომელიც ერთი წლის ვადაზეა გათვლილი, დღეს გაფორმდა.
ხელშეკრულების გაფორმებამდე კომპანის წარმომადგენელმა, ავსტრიელმა ჰანს ერბშვენდტნერმა თელავი და გუნდის საცხოვრებელი ბაზა დაათვალიერა და კლუბს წარმატებები უსურვა. ავსტრიელი სტუმარი დღეს გორის „დილასთან“ გამართულ მატჩსაც დაესწრო.