თელაველების პირველი საერთაშორისო - კახელები „ზაქათალას“ უმასპინძლებენ
თელაველების პირველი საერთაშორისო - კახელები „ზაქათალას“ უმასპინძლებენ

თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართება – „თელავი“ აზერბაიჯანულ „ზაქათალას“ დაუპირისპირდება.

„თელავი“ სეზონისთვის ემზადება, ძლიერდება და ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. საინტერესოა, რომ ეს გუნდის ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი იქნება – „ზაქათალასთან“ შეხვედრა 2 თებერვალს, 15:00 საათზე, დაიწყება.

„ზაქათალა“ აზერბაიჯანის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს და ამჟამად გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზეა. გუნდს 42 წლის ილქარ ასლანოვი წვრთნის, გუნდი მთლიანად აზერბაიჯანელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ჩემპიონატის მატჩებს შინ, 3,500-იან „შაჰარ სტადიონზე“ ატარებს

„ზაქათალა“ რამდენიმე დღის წინაც იმყოფებოდა საქართველოში – 26 იანვარს ამხანაგურად თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.