„თელასი“ ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
„თელასი“ ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა

ფუტსალის ლიგაში პლეიოფების სტარტი „თელასისა“ და „თბილისის“ შეხვედრით დაიწყო.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ შეხვედრაში უპირატესობას ჩემპიონი „თელასი“ ფლობდა და მეტოქე კომფორტული უპირატესობით – 5:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი შედარებით დაძაბული გამოდგა. გამარჯვებულიდან დუბლი გიორგი ტიკურიშვილმა გაიფორმა, 1-1 ბურთი ვახტანგ ჯვარაშვილის, ამირან ცხომარიასა და ნიკა ხარატიშვილის ანაგარიშზეა. ერთადერთი გოლის გაქვითვა ბექა ონიანმა შეძლო.

სიახლე ისაა, რომ ფუტსალის ლიგისა და ლიგა 2-ის პლეიოფებში მატჩის საუკეთესო მოთამაშე 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებს. „თელასისა“ და „თბილისის“ დაპირისპირებაში საუკეთესო მოთამაშედ გამარჯვებული გუნდის მეკარე, ალექსანდრე ჯამბურია აღიარეს.

ალექსანდრე ჯამბურია (თელასი): „დღევანდელი შეხვედრა, მიუხედავად ანგარიშისა, დაძაბული იყო. პრაქტიკულად თამაშებს შორის დასვენება არ გვიწევს და ეს დიდი პრობლემაა. ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრის ბედი პირველმა სწრაფმა გოლმა გადაწყვიტა. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა სასურველი შედეგის მისაღწევად და განმეორებითი მატჩი კიდევ უფრო რთული იქნება“.

ოთარ ბერეჩიკიძე (თბილისი): „ვულოცავ, მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. დღეს ბევრი გამოუყენებელი მომენტი გვქონდა და ამის გამო დავმარცხდით. ვეცდებით მეორე მატჩში გამოვასწოროთ ის ყველა ნიუანსი და შეცდომა, რაც დღეს დავუშვით. რთული იქნება, მაგრამ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

დატოვე კომენტარი