თელ-ავივში წყალდიდობის დროს მიწისქვეშა ავტოსადგომის ლიფტში ორი ადამიანი დაიღუპა
თელ-ავივში წყალდიდობის დროს მიწისქვეშა ავტოსადგომის ლიფტში ორი ადამიანი დაიღუპა

თელ-ავივში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სტიქიას ქალი და მამაკაცი ემსხვერპლნენ, რომლებიც წყალდიდობის დროს მიწისქვეშა ავტოსადგომის ლიფტში იმყოფებოდნენ.

უხვი ნალექის გამო, ქალაქის რამდენიმე რაიონი მთლიანად დაიტბორა. წყალმა დაფარა ავტომობილებიც, რომლებიდანაც მოქალაქეები გადმოსვლას ვერ ახერხებდნენ. ქუჩების ნაწილი ჩახერგილი იყო.