ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 89-ე ტიტული თელ-ავივში მოიპოვა #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 89-ე ტიტული თელ-ავივში მოიპოვა #1TVSPORT

დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებულმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თელ-ავივის ღია პირველობის ფინალში ხორვატი მარინ ჩილიჩი ორ სეტში – 6-3, 6-4 დაამარცხა და მიმდინარე სეზონზე მესამე ტიტულს დაეუფლა.

უიმბლდონზე გამარჯვების შემდეგ, სერბისთვის თელ-ავივის გათამაშება პირველი ტურნირი გახლდათ.

ამ გამარჯვებით ნოვაკმა კარიერაში 89-ე ტიტული მოიპოვა. ჩილიჩთან კი 21-ე ჩატარებული შეხვედრიდან მეცხრამეტეში გაიმარჯვა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი მომავალ კვირაში ასტანის ღია პირველობაზე გამოვა, სადაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი და რუსი დანიილ მედვედევიც ითამაშებენ.