თელ-ავივში ექვსივე ქართველმა ძიუდოისტმა გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო
თელ-ავივში ექვსივე ქართველმა ძიუდოისტმა გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დასკვნით დღეს ექვსივე ქართველმა პირველ ორთაბრძოლებში გამარჯვება მოიპოვა.

დღეს საქართველოს ღირსებას იცავენ: 90კგ-ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი.100კგ-ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე. +100- გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი.

წინასწარი შეხვედრები 12.30 საათზე დაიწყო,ფინალური ბლოკი კი 19.00 საათზე გაიმართება.