თელ-ავივის მუქარის მიუხედავად, ირანი სირიაში სამხედროებს და შეიარაღებას დატოვებს
თელ-ავივის მუქარის მიუხედავად, ირანი სირიაში სამხედროებს და შეიარაღებას დატოვებს

თელ-ავივის მუქარის მიუხედავად, ირანი სირიაში სამხედრო მრჩევლებს, ჯარისკაცებსა და შეიარაღებას სამომავლოდაც დატოვებს, – ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მოჰამად ალი ჯაფარიმ ისრაელის მუქარას სასაცილო უწოდა და თქვა, რომ სირიაში ირანული სამხედრო კომპონენტი ისლამური წინააღმდეგობის გაძლიერებას და მოსახლეობის დაცვას ისახავს მიზნად.

„ნუ ეთამაშებით ლომის კუდს. გეშინოდეთ იმ დღის, როდესაც ირანის მაღალი სიზუსტის რაკეტები თქვენს პოზიციებს დაარტყამს და შურს იძიებს თქვენს მიერ დაღვრილი ჩაგრული მუსლიმების სისხლისთვის“, – აღნიშნა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა 15 იანვარს ირანს სირიიდან გასვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელი სირიაში ირანულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე და ჯარისკაცებზე თავდასხმებს გააგრძელებს.