თელ-ავივის მაკაბიში მწვრთნელი შეიცვალა
თელ-ავივის მაკაბიში მწვრთნელი შეიცვალა

ევროლიგის მონაწილემ თელ-ავივის „მაკაბიმ“ მთავარი მწვრთნელის ნევენ სპაჰიას განთავისუფლება გადაწყვიტა. მწვრთნელი ევროლიგის მეშვიდე ტურში ესპანურ „გრან კანარიასთან“ წაგების შემდეგ დაითხოვეს. რეგულარული ჩემპიონატის შვიდი ტურის შემდეგ, „მაკაბის“ ერთი მოგება და ექვსი წაგება აქვს.
როგორც Eurohoops წერს, უკვე ცნობილია, რომ სპაჰიას „ოლიმპიაკოსის“ ყოფილი დამრიგებელი, იანის სფეროპულოსი შეცვლის.

„მაკაბი“ ბერძენ სპეციალისტთან რამდენიმე დღე აქტიურად მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოოდ, ახალ მწვრთნელთან 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება.