თელ-ავივის გრანდსლემი - თემურ ნოზაძე ფინალშია, ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
თელ-ავივის გრანდსლემი - თემურ ნოზაძე ფინალშია, ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

თელ-ავივის გრანდსლემზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით სამი მამაკაცი და სამი ქალი ძიუდოისტი გამოვიდნენ.

60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძემ ნახევარფინალში უკრაინელი არტიომ ლესიუკი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ მამადსოუს დაუპირისპირდება.

ასევე წარმატებულად ასპარეზობს ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანიც. იგი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

სამაწუხაროდ დანარჩენი ოთხი – ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ), გიორგი ბაზანდარაშვილი (66კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ), მარიამ ჯანაშვილი (52კგ) ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ტურნირს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.