თელ-ავივის გრან-პრიში ცხრა ქართველი მიიღებს მონაწილეობას - ძიუდო
თელ-ავივის გრან-პრიში ცხრა ქართველი მიიღებს მონაწილეობას - ძიუდო

დღეიდან 25 იანვარის ჩათვლით ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში ძიუდოში გრან პრი გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

52 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ტატიანა ლევიცკა შუკვანი და მარიამ ჯანაშვილი დაიცავენ, 57 კგ-ში კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს. 70 კგ-ში მარიამ ჭანტურია გამოვა, 78 კგ-ში კი სოფიო სომხიშვილი.

ვაჟთა შორის 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე იჭიდავებს, 90 კილოგრამში იმედა გოგოლაძე, ხოლო რაც შეეხება 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებს აქ საკუთარ ძალებს ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი მოსინჯავენ.