ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა

ტეხასის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 15 ბავშვია.

როგორც ოფიციალური პირები განმარტავენ, ყველაზე დიდი ზიანი კერის ოლქს მიადგა, სადაც 43 ადამიანი დაიღუპა და 27 მოზარდი კვლავ დაკარგულად ითვლება. ისინი მდინარე გვადალუპეს ნაპირზე მოწყობილ ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში იმ დროს იმყოფებოდნენ, როდესაც მდინარე ადიდდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ დროისთვის კვლავ სამძებრო სამუშოები მიმდინარეობს და არა აღდგენითი.

„სამუშაო გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ყველას არ ვიპოვით“, – განაცხადა კერის ოლქის შერიფმა.

ამ დრომდე ასობით მაშველია მობილიზებული დაკარგული ადამიანების საძებნელად. მათ 850 ადამიანი გადაარჩინეს. წყალდიდობის შედეგად მსხვერპლია კიდევ რამდენიმე ოლქში, მათ შორის ტრავისისა და ტომ გრინის ოლქებში.