ტეხასში სროლა იყო - არიან დაშავებულები
ტეხასში სროლა იყო - არიან დაშავებულები

ტეხასში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები ორი მანქანით იყვნენ. ინციდენტი მიდლენდსა და ოდესაში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია.

მეორე ბოროტმოქმედმა აშშ-ის ფოსტის კუთვნილი ავტომობილი გაიტაცა და მას პოლიცია ეძებს.

მომხდარის გამო, ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტებს საერთო საცხოვრებლის დატოვებისგან თავის შეკავება მოსთხოვეს.