ტეხასში, ქალაქ ელ პასოში შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა
ტეხასში, ქალაქ ელ პასოში შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოს სავაჭრო ცენტრში 3 აგვისტოს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაშავებული პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, მსხვერპლის რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

შეიარაღებული თავდასხმა „უოლმარტის“ სუპერმარკეტში 21 წლის მამაკაცმა რასობრივი ზიზღის მოტივით განახორციელა. გარდაცვლილთა შორის მექსიკის სამი მოქალაქეა.