ტეხასში, ეკლესიაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

23:21, 29.12.2019

ტეხასში, ეკლესიაში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი თავად თავდამსხმელია.

სროლის ჯერ მოტივი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი