ტეხასში დონალდ ტრამპის მხარდამჭერი აღლუმის დროს რამდენიმე ნავი ჩაიძირა
ტეხასში დონალდ ტრამპის მხარდამჭერი აღლუმის დროს რამდენიმე ნავი ჩაიძირა

ტეხასში დონალდ ტრამპის მხარდამჭერი აღლუმის დროს რამდენიმე ნავი ერთმანეთს შეეჯახა და სულ მცირე ოთხი ჩაიძირა.

ღონისძიება ტრევისის ტბაზე იმართებოდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, მომხდარის მიზეზი ნავების დიდი რაოდენობა გახდა, რის გამოც ტბაში ღელვა დაიწყო.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შერიფის ოფისში განაცხადეს, რომ მომხდარის გამოძიება გრძელდება, თუმცა ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნავების ჩაძირვა განზრახ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერი ღონისძიება „ფეისბუქით“ იყო ორგანიზებული.