ტეხასის შტატში, ჰიპერმარკეტში სროლა იყო – არიან გარდაცვლილები

23:49, 03.08.2019
AppleMark

AppleMark

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოში, ჰიპერმარკეტში თავდასხმა მოხდა. „სიენენი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი.

მედიის ცნობით, თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.

„სიენენის“ ინფორმაციით, თავდამსხმელები დაკავებული არიან.

მომხდარის დეტალები ზუსტდება.

მსგავსი