თეირანში ირანის პრეზიდენტად ებრაჰიმ რაისის დამტკიცების ცერემონია გაიმართა
თეირანში ირანის პრეზიდენტად ებრაჰიმ რაისის დამტკიცების ცერემონია გაიმართა

ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დამტკიცების ცერემონია გამართა.

მედიის ცნობით, რაისი ამბობს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში იბრძოლებს აშშ-ის მხრიდან ირანზე დაწესებული სანქციების მოსახსნელად.

„ვიმუშავებთ სანქციების მოხსნაზე, მაგრამ არ ვაპირეთ, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე უცხო ქვეყნების ნებას დავუკავშიროთ. სახელმწიფოს მთავარ პრობლემებს რაც შეეხება, ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრა, საინვესტიციო ბაზრის სტაბილიზაცია, კორონავირუსის საფრთხეებზე მუშაობა და მოქალაქეების წყლითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება რაისის ინაუგურაციას, ეს პროცესი 5 აგვისტოს გაიმართება.

ებრაჰიმ რაისის საპრეზიდენტო არჩევნებში 18 ივნისს, საერთო ხმების 61,95%-ით გაიმარჯვა.