თეირანის ერთ-ერთ პარკში მძლავრი აფეთქება მოხდა
თეირანის ერთ-ერთ პარკში მძლავრი აფეთქება მოხდა

თეირანის ჩრდილოეთ რაიონში, ერთ-ერთ პარკში მძლავრი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება. ადგილზე სამართალდამცველების საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.

გასული წლების განმავლობაში, თავდასხმები ირანში რამდენიმე სამხედრო და ბირთვულ ობიექტზე განხორციელდა, რაშიც ირანის ხელისუფლება ისრაელს სდებს ბრალს. ისრაელის ხელისუფლება თავდასხმების ორგანიზებას არც ადასტურებს და არც უარყოფს.