ტედროს ადანომ გებრეისუსი - ვაქცინების წარმოების დაჩქარება და თანასწორი განაწილება არის მთავარი დაბრკოლება პანდემიის მწვავე სტადიის დასასრულებლად
ტედროს ადანომ გებრეისუსი - ვაქცინების წარმოების დაჩქარება და თანასწორი განაწილება არის მთავარი დაბრკოლება პანდემიის მწვავე სტადიის დასასრულებლად

აბსურდია, რომ ზოგიერთ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი ვაქცინა მედიკოსებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების აცრის დასაწყებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

„წარმოების დაჩქარება და თანასწორი განაწილება არის მთავარი დაბრკოლება „კოვიდ-19“-ის პანდემიის მწვავე სტადიის დასასრულებლად“, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე.

ნამიბიის პრეზიდენტმა ჰეიჯ გეინგობმა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, დაგმო „ვაქცინების აპარტეიდი“, რომლის შედეგადაც, მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა იძულებული იყო, დაეცადა მაშინ, როდესაც სხვები დოზებს იღებდნენ. მისი თქმით, ნამიბიამ ვაქცინები მეგობრებისგან, კერძოდ ინდოეთისა და ჩინეთისგან მიიღო, თუმცა ამ დრომდე ელოდება სხვა ვაქცინებს იმის მიუხედავად, რომ გადახდილი აქვს წინასწარ თანხა.

ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ნამიბია ვაქცინის გარკვეულ დოზებს „კოვაქსის“ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით ორ კვირაში მიიღებს.