ტედროს ადანომ გებრეისუსი - პანდემია გლობალურად მწვავდება, ინდოეთში კი, სიტუაცია გულსატკენზე მეტია
ტედროს ადანომ გებრეისუსი - პანდემია გლობალურად მწვავდება, ინდოეთში კი, სიტუაცია გულსატკენზე მეტია

„კოვიდ-19“-ის პანდემია გლობალურად მწვავდება, ინდოეთში კი, სიტუაცია გულსატკენზე მეტია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გასულ კვირაში გლობალურად თითქმის იმდენი შემთხვევა დადასტურდა, რამდენიც პანდემიის პირველი ხუთი თვის განმავლობაში.

გებრეისუსის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდოეთში პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით პერსონალს და მასალებს გზავნის.

„როიტერის“ ცნობით, ინდოეთში პანდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“ 17 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 195 000 ადამიანი კი, გარდაიცვალა. ბოლო ერთი კვირაა, ინდოეთში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის 300 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება.