ტედროს ადანომ გებრეისუსი - მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მეექვსე, ხოლო გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მეხუთე კვირაა, იკლებს
ტედროს ადანომ გებრეისუსი - მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მეექვსე, ხოლო გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მეხუთე კვირაა, იკლებს

 

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მეექვსე, ხოლო გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მეხუთე კვირაა, იკლებს, – ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ იმედისმომცემი ნიშნების მიუხედავად, პროგრესი კვლავ რჩება „შერეულ სურათად“, რადგან გასულ კვირაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა აფრიკაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკასა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.

„მრავალი ქვეყანა კვლავ დგას უკიდურესად საშიში სიტუაციის წინ მაშინ, როდესაც მათი ნაწილი, სადაც ვაქცინაციის ტემპი ყველაზე მაღალია, შეზღუდვების დასრლებაზე იწყებენ საუბარს“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მსოფლიოს ქვეყნებს შეზღუდვების გაუქმებისას სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის მზარდ გავრცელებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს მათთვის, ვისაც ჯერ აცრა არ გაუკეთებია.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინების არათანაბარი განაწილება წარმოადგენს საფრთხეს ყველა ქვეყნისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ვაქცინის ყველაზე ცოტა დოზა აქვს მიღებული.

 

დატოვე კომენტარი