ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კვლევების თანახმად, მსოფლიოს დიდი ნაწილი კვლავ ინფიცირების რისკის წინაშეა
ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კვლევების თანახმად, მსოფლიოს დიდი ნაწილი კვლავ ინფიცირების რისკის წინაშეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი​ აცხადებს, რომ ჯანდაცვის სფეროში მსგავსი კრიზისი საუკუნეში ერთხელ ხდება და კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ ეფექტს მსოფლიო ათწლეულების განმავლობაში იგრძნობს.

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი კვლავ ინფიცირების რისკის წინაშეა.

„ბევრი ქვეყანა, რომელსაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი უკან მოიტოვა, ახლა ახალ აფეთქებებს ებრძვის. ზოგიერთი ქვეყანა კი, რომელიც გასული კვირების განმავლობაში კორონავირუსით ნაკლებად იყო დაზარალებული, ახლა შემთხვევების რაოდენობის მატებას ხედავს“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.