ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ოთხი სხვადასხვა პრეპარატით ცდები იწყება
ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ოთხი სხვადასხვა პრეპარატით ცდები იწყება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ოთხი სხვადასხვა პრეპარატისა და ამ პრეპარატების კომბინაციების ცდის პროცედურა იწყება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს ახალი კორონავირუსის ვაქცინამდე 12-18 თვე აშორებს, ამიტომ, ახლა საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არეალი კვლევები და განვითარებაა.

„ვაქცინამდე ჯერ კიდევ 12-18 თვე გვაშორებს. ამ დროს ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რომ თერაპევტებმა უმკურნალონ პაციენტებს და გადაარჩინონ სიცოცხლე. დღეს მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ნორვეგიასა და ესპანეთში სულ მალე პაციენტები ჩართული იქნებიან სოლიდარობის ცდაში, რომელიც შეადარებს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ოთხი პრეპარატის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას. ეს ისტორიული ცდაა, რომელიც მნიშვნელოვანად შეამცირებს დროს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გამოვავლინოთ, რომელი წამალი უფრო კარგად მუშაობს ამ ვირუსთან მიმართებით. 45-ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას ამ ცდაში და მეტმა ინტერესი გამოთქვა. რაც უფრო მეტი ქვეყანა ჩაერვთება ამ ცდაში, მით უფრო მალე გვექნება შედეგი“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.