ტედი რინერი მონრეალის გრან-პრიზე იასპარეზებს
ტედი რინერი მონრეალის გრან-პრიზე იასპარეზებს

ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი, კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე გრან-პრიზე, ხვალ, 7 ივლისს, თვრამეტ თვიანი პაუზის შემდეგ, ტატამს დაუბრუნდება.

ორგზის ოლიმპიურმა, მსოფლიოს ათგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ბოლოს მარაკეშში გამართულ მსოფლიოს ღია პირველობაზე იჭიდავა და ფინალში თომა ნიკიფოროვს მოუგო.კანადაში გამოსვლით ტედი რინერი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას იწყებს.

შეგახსენებთ, რომ მონრეალის გრან-პრიზე ქართველი ძიუდოისტები არ ასპარეზობენ.