თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს მიმართა - ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ, იმაზე ისაუბრეთ, არჩევნები თუ გაყალბდა, აქ რას აკეთებთ
ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ, იმაზე ისაუბრეთ, არჩევნები თუ გაყალბდა, აქ რას აკეთებთ, – ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოაცხადა საკუთარი ტელეფონის ნომერი.
„პირველ რიგში, მინდა, შემომატებულ დეპუტატებს მივულოცო დეპუტატის მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება.
ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორი უნდა იყოს ხალხთან ურთიერთობა. მინდა, ერთი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის ნიკა გვარამიას ნომერი. დაურეკეთ ხოლმე და რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.