თეა წულუკიანი - ვფიქრობ, გახარიას წარმატებისთვის მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა, ამისთვის უნდა ჰყავდეს რეიტინგული გუნდი, რასაც ჯერ მის გარშემო ვერ ვხედავ
თეა წულუკიანი - ვფიქრობ, გახარიას წარმატებისთვის მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა, ამისთვის უნდა ჰყავდეს რეიტინგული გუნდი, რასაც ჯერ მის გარშემო ვერ ვხედავ

არ მგონია, რომ გახარიას ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში, როდესაც ტოვებ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ უკან, სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული, – კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მომავალი პარტიის დაგეგმილი პრეზენტაციის შესახებ განაცხადა.

წულუკიანის შეფასებით, გახარიას წარმატებისთვის მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა, ამისთვის უნდა ჰყავდეს რეიტინგული გუნდი, რასაც ჯერ მის გარშემო ვერ ხედავს.

„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან არასწორი და მისთვის საზიანო მგონია მისი ეს გადაწყვეტილება; არ მგონია, რომ ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში, როდესაც ტოვებ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, არ უნდა გქონდეს გარკვეული ილუზია იმის, რომ უკან, სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული.

მაგრამ, მე მგონია, რომ ეს ასე არ იქნება. ვფიქრობ, რომ წარმატებისთვის მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და შრომა, ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული, მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ.

დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და შემდეგ კომენტარებიც გაკეთდება. მთავარი არის ჩვენი გეგმა და მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნებისთვის. არ მგონია, რომ ოქტომბერში პოლიტიკურ ბრძოლაში ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.