თეა წულუკიანი - უღირსები არიან ის ადამიანები, ვინც დილით იტყუებოდა, რომ მაკო გომური აქ არის, აღმოჩნდა, რომ არ იყო
თეა წულუკიანი - უღირსები არიან ის ადამიანები, ვინც დილით იტყუებოდა, რომ მაკო გომური აქ არის, აღმოჩნდა, რომ არ იყო

უღირსი შუამავლების მეშვეობით, არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია და არც „ქართული ოცნება“ არ აპირებს ხალხთან, მათ შორის დაზიანებულ მოქალაქეებთან საუბარს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განუცხადა. ის მაკო გომურის კითხვას გამოეხმაურა, რომელიც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომაზე დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ წაიკითხა.

წულუკიანის თქმით, მას გახარიას პასუხი აკმაყოფილებს, რომ არ აქვს პრობლემა, მაკო გომურს პირისპირ შეხვდეს.

„ეს იყო პასუხი მედიასთან, რადგან გიორგი გახარიას სერგი კაპანაძე მიკროფონს უთიშავდა. პრემიერობის კანდიდატს პრობლემა არ აქვს, რომ დაზიანებულ მოქალაქეს პირისპირ შეხვდეს და მის კითხვებს პასუხი ამგვარი უღირსი შუამავლების გარეშე გასცეს.

უღირსები არიან ის ადამიანები, ვინც დილით იტყუებოდნენ, რომ მაკო გომური აქ არის. აღმოჩნდა, რომ არ იყო. უღირსები არიან ის ადამიანები, ვინც მაკო გომური სხვები მოუწოდეს მიატოვეს. ამ ადამიანებს შტურმისკენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის მოუწოდეს და ეგონათ, რომ ისინი ძალადობით ხელისუფლებას შეცვლიდნენ, ეს ამ ქვეყანაში არ მოხდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.