თეა წულუკიანი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
თეა წულუკიანი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, თავის კოლეგა არტაკ ზეინალიანს შეხვდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა თავიანთი უწყებების თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

თეა წულუკიანმა არტაკ ზეინალიანს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები გააცნო და უწყების სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მან ორმხრივ შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.