თეა წულუკიანი - სატირალია, რომ ამ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერი არის ჟორიკა რურუა, რომლის გამოც სასწორზე დებენ საკანონმდებლო ცვლილებებს
თეა წულუკიანი - სატირალია, რომ ამ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერი არის ჟორიკა რურუა, რომლის გამოც სასწორზე დებენ საკანონმდებლო ცვლილებებს

სატირალია, რომ ამ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერი არის ჟორიკა რურუა, რომლის გამოც სასწორზე დებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა უსაყვედურა, რატომ იხსენიებს გიორგი რურუას ჟორიკად.

„შენიშვნა მომცეს, რატომ მოვიხსენიებ ჟორიკა რურუას ოპოზიციის ლიდერად და რატომ ვუწოდებ მას სახელს ჟორიკას, სალომე სამადაშვილმა მისაყვედურა. ერთადერთი, ნახევრად სერიოზულად იმავ ვიტყვი, რომ შემიძლია, უბრალოდ, ამ ბატონს არ დავუძახო ჟორიკა, როგორც მას მთელი დედაქალაქი ეძახის და დავუძახო ჟორიკ ან სხვა რაიმე ზედმეტსახელი.

მაგრამ სატირალი ის არის, რომ ამ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერი არის სწორედ ჟორიკა რურუა. ამას მე კი არ ვამბობ, ამას ამბობენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები, მათ შირის სხვადასხვა უცხოურ ქვეყნებში, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში და ამას ამბობენ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ისინი სწორედ იქამდე არიან დასული, რომ მათი ლიდერი ვინმე კი არ არის, მათი პოლიტიკური ლიდერი არის სწორედ ჟორიკა რურუა, რომლის გათავისუფლების სანაცვლოდ სასწორზე დებენ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელსაც თავად ითხოვდნენ. მათივე ინტერესში იყო საკონსტიტუციო ცვლილებები და მათი შედეგები სჭირდება სწორედ ამ ოპოზიციას და არა ჩვენ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნის ინტერესშია და ამ რეფორმას აუცილებლად გავატარებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.