თეა წულუკიანი - რეფორმის შედეგად,  629 ათასი მიწის ნაკვეთი არის გამარტივებულად და სრულიად უფასოდ რეგისტრირებული
თეა წულუკიანი - რეფორმის შედეგად, 629 ათასი მიწის ნაკვეთი არის გამარტივებულად და სრულიად უფასოდ რეგისტრირებული

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, დეპუტატებისთვის კარგად არის ცნობილი, თუ  რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნული რეფორმა.

„მინდა, შესაბამის დარგობრივ კომიტეტს და ბატონ ოთარ დანელიას ვუთხრა მადლობა. ჩვენ თქვენი დახმარებით გავაგრძელეთ 2016 წელს მიღებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის ივლისამდე. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამას მხარი დაუჭირა. ვის, თუ არა თქვენ, დეპუტატებს კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი მნიშვნელობის არის ეს რეფორმა. დღეის მდგომარეობით, 629 ათასი მიწის ნაკვეთი არის გამარტივებულად და სრულიად უფასოდ რეგისტრირებული. რომ არ ყოფილიყო ეს რეფორმა, მოქალაქეები გადაიხდიდნენ 34 მილიონ ლარს. შესაბამისად, ეს თანხა არის დანაზოგი მოქალაქეების ჯიბიდან . ვფიქრობ, ეს არის ძალიან ხელშესახები წარმატება ჩვენი რეფორმის, თუმცა, მარჯვენა ფლანგი ამას ალბათ წარუმატებლობის სიაში მოიაზრებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.