თეა წულუკიანი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან მთამსვლელებს შეხვდა #1TVSPORT
თეა წულუკიანი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან მთამსვლელებს შეხვდა #1TVSPORT

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან მოყვარულ ალპინისტებს: ავთანდილ ჩხიკვაძეს (86 წელი), თამაზ შარაშენიძესა (69 წელი) და ვაჟა ჩაგელიშვილს (80 წელი) შეხვდა. შეხვედრაზე მყინვარწვერის ექსპედიციასა და ქართული ალპინიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

25-30 აგვისტოს, ქართული ეროვნული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, 86 წლის ავთანდილ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით საქართველოს მოყვარული ალპინისტების რვაკაციანმა ჯგუფმა (ავთანდილ ჩხიკვაძე, თამაზ შარაშენიძე, ვაჟა ჩაგელიშვილი, ზურაბ ტაკიძე, გიორგი ბერიანი, დავით სალდაძე, ვასილ რევიშვილი, ლუკა კვარაცხელია) მყინვარწვერზე წარმატებული ექსპედიცია განახორციელა. გარდა ამისა, სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში მთამსვლელთა ფესტივალი გაიმართა.

მყინვარწვერზე მასობრივი ექსპედიცია 3-7 ოქტომბერს მოეწყო, რომელშიც 30 მთამსვლელი მონაწილეობდა. ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით დამთავრდა. შეგახსენებთ, რომ წელს 100 წელი გავიდა მყინვარწვერზე ქართველთა პირველი ასვლიდან. ექსპედიციები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს, 1923 წლის აგვისტოში – გიორგი ნიკოლაძის, ხოლო სექტემბერში ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.