თეა წულუკიანი ოპოზიციას მიმართავს - რურუას დღეს რაღაც მორიდებით ახსენებთ და აღარ არის ეს ადამიანი ციხეში, თუ რატომ არ ახსენებთ
თეა წულუკიანი ოპოზიციას მიმართავს - რურუას დღეს რაღაც მორიდებით ახსენებთ და აღარ არის ეს ადამიანი ციხეში, თუ რატომ არ ახსენებთ

რურუას დღეს რაღაც მორიდებით ახსენებთ და აღარ არის ეს ადამიანი ციხეში, თუ რატომ არ ახსენებთ, – განაცხადა პარლამენტში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათთან კანონებზე საუბარს აზრი არ აქვს.

„არც ვიცი, რამდენად აქვს აზრი თქვენთან კანონებზე საუბარს, თქვენთან, რომლის პოლიტიკურ ლიდერად არის უკვე ცნობილი ბატონი რურუა, რომელსაც დღეს რაღაც მორიდებით ახსენებთ და აღარ არის ეს ადამიანი ციხეში, თუ რატომ არ ახსენებთ? აი, ეს ხართ თქვენ, თქვენი ლიდერი არის რურუა და დღეს საუბრობთ რაღაც გაუგებარ თემებზე.

წადით, ბატონო გიგა, წადით, თქვენ ვერ აიტანთ ჩემს მონოლოგს. მიბრძანდით, მიბრძანდით, ტელევიზორი ჩართეთ, იქიდან უფრო ადვილად მომისმენთ“, – მიმართა თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ გიგა ბოკერიას.