თეა წულუკიანი - გუნდში გვყავს არაერთი ძლიერი, ღირსეული კალათბურთელი და ეს ნამდვილად არის მაღალი დონის ნაკრები #1TVSPORT
თეა წულუკიანი - გუნდში გვყავს არაერთი ძლიერი, ღირსეული კალათბურთელი და ეს ნამდვილად არის მაღალი დონის ნაკრები #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვენიასთან გამართულ შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრი ესწრებოდა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო კალათბურთში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრა და წინ დიდი გამარჯვებები გველოდება.

„სლოვენიასთან დაძაბული და საინტერესო მატჩი იყო. რა თქმა უნდა, ყველას გვერჩივნა სხვაგვარი ანგარიშით დასრულება, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა გუნდმა აჩვენა, რომ ქართულ კალათბურთს და ქართველ კალათბურთელებს აქვთ მსოფლიო კალათბურთში კუთვნილი ადგილი. ჩვენ გუნდში გვყავს არაერთი ძლიერი, ღირსეული კალათბურთელი და ეს ნადვილად არის მაღალი დონის გუნდი, რასაც ვერ ვიტყვი ჩვენს მეტოქე გუნდზე, რომელიც ერთ კალათბურთელზე არის აწყობილი. ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს ამ დიდი ძალისხმევის მსოფლიო დონეზე ჩვენებას, ვუსურვებ მათ ვენესუელასთან დიდ და დამსახურებულ გამარჯვებას. დარბაზში ჩვენ ვნახეთ შორეული ქვეყნებიდან ჩამოსული ჩვენი ემიგრანტები, საქართველოს შვილები, ვნახეთ ასევე საქართველოდან ჩამოსული გულშემატკივრები. დიდი მადლობ მათ, რომლებმაც დიდი ენერგია, ნერვები, ხმა დახარჯეს, რომ ჩვენი კალათბურთელები გაემხნევებინათ“.

ხვალ, 30 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გუნდი ვენესუელის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 11:50 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.