თეა წულუკიანი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ვიზიტი შედგა და მჯერა, ეს გაამყარებს ჩვენს ხალხთა შორის ტრადიციულ მეგობრობას, რომელსაც ვერავითარი პოლიტიკა ვერ დააზიანებს
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში. წულუკიანის განცხადებით, ეს ვიზიტი გაამყარებს ჩვენს ხალხთა შორის ტრადიციულ მეგობრობას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა. მე მინდა, თითოეულ დეპუტატს, რომელიც ამ დელეგაციაშია, მათი ხელმძღვანელის, ბატონი შალვას მეთაურობით, ვუთხრა მადლობა ამ ნაბიჯისთვის.
ველოდებით მათ მშვიდობიან დაბრუნებას და მჯერა, რომ ეს ვიზიტი ჩვენი მხრიდან გადადგმული არა მხოლოდ კიდევ ერთი მეგობრული ნაბიჯი იქნება, არამედ იქნება ვიზიტი, რომელიც კიდევ გაამყარებს ჩვენს ხალხთა შორის ტრადიციულ მეგობრობას, რომელსაც ვერასდროს ვერავითარი პოლიტიკა ან სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციები ვერ დააზიანებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.