თეა ახვლედიანი - ოკუპირებულ რეგიონებში გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე, განსაკუთრებით მიუღებელია რუსეთის მიერ ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა
თეა ახვლედიანი - ოკუპირებულ რეგიონებში გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე, განსაკუთრებით მიუღებელია რუსეთის მიერ ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა

ოკუპირებულ რეგიონებში გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე, განსაკუთრებით მიუღებელია რუსეთის მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა, – განაცხადა თემის კომენტირებისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მსგავსი მიდგომა საფრთხის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესს.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დღეს გვაქვს გამწვავებული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომლის ფონზე განსაკუთრებით მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა.

მსგავსი მიდგომა საფრთხის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესს, ისევე როგორც ჩვენს იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, პანდემიით უფრო დამძიმებული გამოწვევების მოგვარებისკენ.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჟენევის ფორმატში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში განახლდება“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.