თბილისური შეკრება დასრულებულია - საქართველოს ნაკრები ლარნაკაში 15 ივნისს გაემგზავრება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გასამართად 15 ივნისს ლარნაკაში გაემგზავრება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ნაკრებმა თბილისში მზადების ეტაპი დაასრულა, კვიპროსში გამგზავრებამდე გუნდი 15 ივნისს თბილისში ივარჯიშებს და მოგვიანებით ლარნაკაში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი),

თავდამსხმელები: ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

მატჩების განრიგი

17 ივნისი, 22:45

კვიპროსი – საქართველო

20 ივნისი, 22:45

შოტლანდია – საქართველო

საქართველოს ნაკრების მატჩების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟებს – საქართველოს რადიო (FM 102,3).